ომის ვეტერანი მარიამ არზუმანოვა 100 წლის გახდა
2
Aug
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი მედიცინის დარგში, მარიამ არზუმანოვა, დღეს, 100 წლის გახდა. ომის ვეტერანს, დაბადების დღე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ამირიძემ სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
მარიამ არზუმანოვა 1942 წელს, 17 წლის ასაკში წავიდა ომში. სამშობლოში კი, 1945 წელს დაბრუნდა. იბრძოდა უკრაინის პირველ და ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტებზე.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს მარიამ არზუმანოვას იუბილეს, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს.