7 აგვისტო გლოვის დღე
7
Aug
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო, გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე, საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.