კობა კობალაძე და გივი ჩხარტიშვილი აგვისტოს ომის ვეტერანთა ოჯახებს ესტუმრნენ

Posted by nona shamatava

დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გივი ჩხარტიშვილი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეთა_ თადარიგის პოლკოვნიკის, მრავალშვილიანი ზურაბ ჭაბუკიანისა და პოლკოვნიკ გოჩა ნოზაძის ოჯახებს ესტუმრნენ. მათ, აგვისტოს ომის ვეტერანებს, ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის, მადლობა გადაუხადეს, მათ ოჯახებს კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

“დღეს, ჩვენ, დილიდან, პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ვიმყოფებოდით მუხათგვერდის სასაფლაოზე, მოვინახულეთ ჩვენი უკვდავი გმირების საფლავები და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. ახლა, დიდუბის რაიონის საკრებულოს დეპუტატის, გივი ჩხარტიშვილის ინიციატივით და ჩვენი თანადგომით, ვესტუმრეთ, 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანების ოჯახებს. სასიხარულოა ის, რომ ეს პიროვნებები, დღესაც აგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას ქვეყნის წინაშე. წარმატებებს ვუსურვებ მათ. ცხოვრება გრძელდება და ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი,”- აღნიშნა კობა კობალაძემ.

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი_ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები იძულებით, თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში