4
May
ქ.თბილისში მცხოვრებ II მსოფლიო ომის მონაწილეთა სოციოლოგიური კვლევის შედეგები

4 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ქ.თბილისში მცხოვრებ მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთა სოციოლოგიური კვლევის შედეგების განხილვა გაიმართა,

4
May
შეხვედრა საქართველოს პენსიონერთა თანადგომის საზოგადოების წარმომადგენლებთან

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და დირექტორის მოადგილემ მირონ ჩიგოგიძემ საზოგადოება საქართველოს პენსიონერთა თანადგომის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

30
Apr
IV მექანიზებულ ბრიგადაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა

ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალის გახსნით დაიწყო.

29
Apr
ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს ჩაფიძის კარდიოლოგიურ ცენტრში უფასო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდათ

დღეს 29 აპრილს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გლდანის რაიონის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს  კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება  ჩაუტარდათ.

28
Apr
ლესის საჯარო სკოლას დაღუპული გმირის, გიორგი ლომაძის სახელი მიენიჭა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ ლესის საჯარო სკოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული გიორგი ლომაძის სახელი მიენიჭა და მემორიალური დაფა გაიხსნა.

26
Apr
მემორანდუმი ვეტერანთა კავშირ „დიოსკურიასთან“

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ვეტერანთა კავშირ – „დიოსკურიას’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

20
Apr
ვეტერანებისთვის ზედმეტად გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდია ლეგალიზებას დაექვემდებარა

2013 წლის 1 სექტემბრის შემდგომ ვეტერანთა გარკვეულ ნაწილს საყოფაცხოვრებო სუბსიდია ზედმეტად ერიცხებოდა, რასაც ახლდა ადმინსტრაციული და სასამართლო წარმოებების მიმდინარეობა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის უკან დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული პროცესი მძიმე ტვირთად დააწვა ვეტერანებს და მათი ოჯახის…

13
Apr
შეხვედრა დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ატაშე, ვიცე–პოლკოვნიკ დევიდ ეთელთან

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ატაშე, ვიცე–პოლკოვნიკი დევიდ ეთელი ეწვია.

10
Apr
მემორანდუმი აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრთან

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და და შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

9
Apr
9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა,საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე მდებარე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.