15
Mar
C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია ვეტერანებისთვის

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით,  გლდანის რაიონში მცხოვრებ 80 -მდე ვეტერანს და მათი ოჯახის წევრებს C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. მსგავსი აქციები ეტაპობრივად ჩატარდება თბილისის სხვა რაიონებში…

14
Mar
ვლადიმერ იმნაძე ბარბარა ვან დალენს, სტიუარტ ტეილორს და რენდი ფელპსის შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ საქველმოქმედო ორგანიზაციების „Give an Hour“ და „Allied Forces Foundation“ პრეზიდენტებს დოქტორ ბარბარა ვან დალენს, დოქტორ სტიუარტ ტეილორს და „Give an Hour“-ის ვიცე-პრეზიდენტს დოქტორ რენდი ფელპსის უმასპინძლა.

13
Mar
წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ ვეტერანებს უფასო კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები ჩაუტარდათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის  თანამშრომლებმა, წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარეს.

13
Mar
ვეტერანების პოსტტრამვული ფსიქო-რეაბილიტაციის გეგმის განხილვა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, ვეტერანების პოსტტრამვული ფსიქო-რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით.

10
Mar
ვეტერანებს ოფთალმოგიური კვლევები ჩაუტარდათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ლაიონსების თვალის ცენტრში გლდანში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს უფასო პირველადი ოფთალმოგიური კვლევა ჩაუტარდათ. მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია უწყების 40-მდე ბენეფიციარს.

9
Mar
სამუშაო შეხვედრა რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დღეს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

9
Mar
ვლადიმერ იმნაძემ 100 წლის ვეტერანს მარია სიბაშვილს ქალთა დღე მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, მოადგილეებმა, ნიკოლოზ კვეზერელმა და მირონ ჩიგოგიძემ, თანამშრომლებთან ერთად ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონს, მარია სიბაშვილს, დაბადების 100 წლის იუბილე და ქალთა საერთაშორისო…

6
Mar
ვლადიმერ იმნაძე ახალციხის მერს ზაზა მელქაძეს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ახალციხეში ჩავიდა და მუნიციპალიტეტის მერს, ზაზა მელქაძეს შეხვდა. 

5
Mar
კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, ჭიათურიდან, მარნეულიდან და რუსთავიდან ჩამობრძანებულ ვეტერანებს, ასევე აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარდათ.

5
Mar
ვახტანგ ყოლბაიამ და ვლადიმერ იმნაძემ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების დედებს ქალთა დღესასწაული მიულოცეს

აფხაზეთის მთავრობაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს უმასპინძლეს, დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.