22
Jun
მემორანდუმი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან

22 ივნისს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის მემორანდუმი  გაფორმდა. მხარეები შეთანხმდნენ რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ ჰუმანიტარული საქმიანობისა და კატასტროფების მართვის სფეროში, ასევე საზოგადოების პროგრამული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობის…

22
Jun
სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

21 ივნისს  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის ინიციატივით გაიმართა სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა. უწყების ხელმღვანელი ვლადიმერ იმნაძე და საბჭოს წევრები  ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის დირექტორობის კანდიდატთა სამოქმედო გეგმებს, ხედვებს და განვითარების კონცეფციას…

21
Jun
სამუშაო ვიზიტი კიევში

21 ივნისს, ქალაქ კიევში, დიდი სამამულო ომის ეროვნულ მუზეუმში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში უკრაინულმა მხარემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩენილი, 1941 წელს დაღუპული აბესალომ ალექსიძის ნეშტი გადასცა.

13
Jun
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ  უწყების  თანამშრომლებთან   ერთად 13 ივნისს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

8
Jun
ელიას მთაზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა განახლებული მემორიალი გაიხსნა

ელიას მთაზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა განახლებული მემორიალი გაიხსნა.მონუმენტს ოთხივე მხრიდან 110 მებრძოლის გვარ-სახელი და საქართველოს რუკა ამშვენებს.განახლებული მემორიალი საინგილოს მე-5 ჩიხში არსებულ სკვერში მდებარეობს.

4
Jun
ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ. 4 ივნისს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის…

1
Jun
ვეტერანი მეკლდეური ნიკოლოზ კვეზერელი კვლავაც უხელმძღვანელებს საქართველოს მეკლდეურობის ეროვნულ ფედერაციას.

31 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ნიკოლოზ კვეზერელი მეკლდეურობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ნიკოლოზ კვეზერელი ფედერაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

20
May
ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ

20 მაისს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, ისანი-სამგორის რაიონის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარდათ.

18
May
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ბორჯომის ტყეპარკის აღდგენის აქციაში მიიღო მონაწილეობა
ბორჯომის ეროვნულ პარკში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა, ახალციხესა და ბორჯომში მცხოვრებმა ვეტერანებმა და მათმა ოჯახის წევრებმა 2008 წლის ომის შედეგად განადგურებული მწვანე საფარის აღდგენის აქციაში მიიღეს მონაწილეობა. უწყების დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და...