ჩაფიძის გულის ცენტრმა ვეტერანებისთვის 141-ე საქველმოქმედო აქცია ჩაატარა
მიმდინარე წლის 1 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 141-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს….