ბათუმში მცხოვრები ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა
Category:
მიმდინარე წლის 1-2 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ “ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმში მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრში, მრავალპროფილური, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.