26
May
ქართველი გენერლების შეხვედრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში

მიმდინარე წლის 25 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ‘’გენერალთა კლუბის’’ ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, საქართველოს გენერლები შეიკრიბნენ და ერთმანეთს, ჩვენი ქვეყნის ყველა ჯარისკაცს, ვეტერანს,…

25
May
არჩილ ტატუნაშვილის სახელობის საქართველოს თასის ფინალი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ფეხბურთის ფედერაციისა და ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული, არჩილ ტატუნაშვილის სახელობის საქართველოს თასის I ტურნირის ფინალური მატჩი, ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, თბილისის “თბილისის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს მეტოქეობას გორის “დილა” უწევდა.

22
May
ვლადიმერ იმნაძემ 100 წლის ვეტერანს, ნინო ნინუას ღირსების ორდენი გადასცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ქალბატონ ნინო ნინუას, ღირსების ორდენი გადასცა.

21
May
ილია ბაბუციძის სახელობის ტურნირი ძიუდოში

მიმდინარე წლის 19-20 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, ძიუდოს კლუბში ‘’განთიადი’’, ჩატარდა ილია ბაბუციძის სახელობის ტურნირი 2004-2008 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის.

21
May
სამედიცინო კვლევები ფოთში მცხოვრები ვეტერანებისთვის

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ ფოთში, 19-20 მაისს, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ადგილობრივ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

20
May
მანგლისში აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა

მიმდინარე წლის 20 მაისს, დაბა მანგლისის კულტურისა და დასვენების პარკში, აიპ  ‘’ომის ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის’’, (ხელმძღვანელი, ლერი ხორხელი,) ინიციატივით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, გიორგი ქორიძის, რაიონის დეპუტატის, მანგლისის გამგეობისა და ვეტერანების…

17
May
ვეტერანთა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

მიმდინარე წლის 17 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდა ‘’ვეტერანთა საკონსულტაციო საბჭოს’’ სხდომა, რომელსაც ამ საბჭოს წევრი, თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია დაესწრო.

14
May
გამოფენა „სამშობლოსათვის“ გ.კიკნაძის სახელობის 182-ე საჯარო სკოლაში

გოგიტა კიკნაძის სახელობის ქ.თბილისის 182-ე საჯარო სკოლის მიწვევით, 14 მაისს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები აღნიშნულ სკოლას სტუმრობდნენ.  მე-9 კლასის მოსწავლეებმა დღევანდელი ღონისძიება 2008 წლის აგვისტოს ომს მიუძღვნეს.   მათი და პედაგოგების თხოვნით, ღონისძიებას…

10
May
სამამულო ომის გმირის, ნიკოლოზ აბრამაშვილის განახლებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით ბორჯომში, ახალდაბაში, სამამულო ომის  გმირის, ბომბდამშენი თვითმფრინავის მფრინავის, ნიკოლოზ აბრამაშვილის და 145 შინმოუსვლელი მებრძოლის განახლებული მემორიალი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, ვიცე პოლკოვნიკმა, არქივის განყოფილების უფროსმა, გელა ათაქიშვილმა, ლოგისტიკის დეპარტამენტის საორგანიზაციო განყოფილების…

9
May
ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ კვეზერელმა უწყების თანამშრომლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ოში დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას პატივი მიაგო და ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. ვაკის პარკში ტრადიციულად შეიკრიბნენ მეორე მსოფლიო…