კობა კობალაძემ ვეტერან ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა
8
Mar
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ქალბატონ ლილია ზერეკიძეს და 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანს, ქალბატონ ლია მამასახლის ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
ლილია ზერეკიძე ლენინგრადის ბლოკადის მონაწილეა. მას მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო – “ლენინგრადის გმირულ დაცვაში მონაწილეობისათვის.”
ლია მამასახლისი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, 20 წლის იყო. ის გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ექთნად მუშაობდა და დაჭრილ ჯარისკაცებს ეხმარებოდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ყველა ქალბატონს დღევანდელ დღეს, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას უსურვებს.