გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს!

Posted by nona shamatava

21 მარტს საქართველოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება.

ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია.

საქართველოში ნოვრუზს ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელი მოქალაქეები აღნიშნავენ.

2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. ამავე წლიდან, ნოვრუზი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად არის გამოცხადებული.