31 აგვისტოს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე აღინიშნება
31
Aug
31 აგვისტოს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე აღინიშნება. თარიღი 2016 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით დაწესდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობს.
პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა.