“არმიელებმა” საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის თამაშში გამარჯვება მოიპოვეს

Posted by nona shamatava

გორის სარაგბო სტადიონზე გამართულ მატჩში, “არმიელებმა”, საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის თამაშზე, გორის “გორთან” შეხვედრა, ანგარიშით 21:19 დაასრულეს.  შემდეგ მატჩს, “არმია,” პატარძეულის “ვეფხვებთან”, ავჭალის სარაგბო სტადიონზე, მომავალ კვირაში გამართავს. 

“არმიის” თამაშს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვეტერანებთან ერთდ დაესწრო.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს “არმიელებს” გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

შეგახსენებთ, რაგბის კლუბი „არმია,“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის“ მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.