ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა საზოგადოებას წლიური ანგარიში წარუდგინა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ახალგაზრდული მედიაკავშირის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

ახალგაზრდული მედიაკავშირის ხელმძღვანელმა, ხატია გავაშელმა, დამსწრეთ,პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ ესაუბრა. პროექტი, ქვეყნის მასშტაბით,600-მდე ომისა და თავდაცვის ძალების შშმ ვეტერანს, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ სამხედროებს და შშმ პირებს აერთიანებს და ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.

ხატია გავაშელმა პროექტის სპონსორებს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.მან, ახალგაზრდული მედიაკავშირისა და პროექტის მონაწილეთა სახელით, კობა კობალაძისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ, პროექტის თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა და მას სამადლობელი სიგელი გადასცა.