სამსახურის ბენეფიციარებს ადაპტირებული ეტლები გადაეცათ

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მკვიდრს, 2008 წლის აგვისტოს ომის შშმ ვეტერანს, შუქრი ჭყონიას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთის ომის მონაწილეს, დავით უჯურმელიძეს ადაპტირებული სამედიცინო ეტლები გადასცა.

ადაპტირებული ეტლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა- საქართველომ გადასცა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

სამსახურის ბენეფიციართათვის, ადაპტირებული ეტლების გადაცემის აქცია კვლავაც გაგრძელდება და მათ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანები, ეტაპობრივად მიიღებენ.