ვლადიმერ იმნაძე კვენტინ დოლის შეხვდა
ვლადიმერ იმნაძე კვენტინ დოლის შეხვდა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს სამუშაო შეხვედრა გაიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, ბატონ ვლადიმერ იმნაძესა და აშშ სამხედრო თანამშრომლობის ოფისის ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერს, მაიორ კვენტინ დოლის შორის. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა აშშ არმიის მაიორი სეკულა, რომელიც მაიორ დოლის მომავალი წლის ივნისში როტაციის წესით შეცვლის. სამსახურის დირექტორმა სტუმრებს ორგანიზაციის სტრუქტურა, ფუნქციები, მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო ვეტერანების ჰოსპიტლის მშენებლობის, ვეტერანების სამედიცინო მომსახურებისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საკითხებს. განხილულ იქნა გამოწვევები და მათი დაძლევის გზები. მაიორმა დოლიმ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ბატონ ვლადიმერს მოწვევისათვის და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მაღალ ხარისხს, რომელიც აშშ-ს სამხედო თამამშრომლობის ოფისსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ჩამოყალიბდა. ისაუბრა იმ დახმარებაზე, რომლის გაწევასაც ამერიკული მხარე გეგმავს მომავალი წლის ბიუჯეტის ფარგლებში.