ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ვეტერანთა თანადგომის აქციები გრძელდება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შეუწყვეტია მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, შეჭირვებულ ბენეფიციართა დახმარება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვეტერანთა თანადგომის არა ერთი აქცია ჩაატარა.
მიმდინარე წლის 16 აპრილს, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს წარმომადგენლებმა, რეგიონის სამივე_ ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატული შშმ, მარტოხელა და COVID 19-ის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ, მხცოვან ბენეფიციარებს სასურსათო კალათები გადასცეს.
ვეტერანთა თანადგომის აქციები ჩატარდა, ასევე, ონის, ამბროლაურის, ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ხონის, სამტრედიის, ჭიათურის, საჩხერის, თერჯოლის მუნიციპალიტეტებშიც.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, აღნიშნული კატეგორიის ვეტერანთა თანადგომის აქციებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ გააგრძელებს.