თანადგომის აქციები აჭარის ა/რ ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შეუწყვეტია მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, შეჭირვებულ ბენეფიციართა დახმარება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვეტერანთა თანადგომის არა ერთი აქცია ჩაატარა.
ვეტერანთა თანადგომის აქციები ჩატარდა აჭარის ა/რ ექვსივე ( ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ხულოს, ქედის ) მუნიციპალიტეტში, სადაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსმა, შოთა ყიფიანმა, სამმართველოს თანამშრომლებმა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, უწყების უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატული შშმ, მრავალშვილიან, მარტოხელა და COVID 19-ის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ, მხცოვან ბენეფიციარებს, სასურსათო კალათები გადასცეს.
ვეტერანთა თანადგომის აქციებში ჩაერთნენ ადგილობრივი ბიზნესმენებიც _ შ.პ.ს ‘’ოლდ ბათუმის’’ წარმომადგენლები და, ასევე, აფხაზეთის ომის ვეტერანის, ალექსანდრე ჩიტიშვილის ოჯახი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გეგმავს ვეტერანთა თანადგომის აქციების მთელი საქართველოს მასშტაბით, უახლოეს მომავალში კვლავ გაგრძელებას.