დღეს ქართველი სამხედრო ინჟინერ-მესანგრეების დღეა
28 წლის წინ, 1992 წლის 23 ივლისს, ზნაურის რაიონის სოფელ იონჩაში,
პოლკოვნიკმა კარლენ კალანდაძემ, მაიორმა ანდრო მაღლაკელიძემ, ლეიტენანტებმა – დავით
ასაბაშვილმა და გოჩა ასაბაშვილმა, ასევე, მოხალისეებმა – სპარტაკ და ირაკლი მაისურაძეებმა
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. მოგვიანებით,
სწორედ, ამ თარიღს დაუკავშირდა საქართველოში საინჟინრო-მესანგრეთა პროფესიული დღე.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში ინჟინერ-მესანგრეებმა
დიდი წვლილი შეიტანეს და თავდადების არა ერთი მაგალითი გვაჩვენეს. აღსანიშნავია მათი
ღვაწლი მშვიდობიანობის დროსაც _ მათ არა ერთი სიცოცხლე იხსნეს თავიანთი პროფესიონალიზმის
წყალობით.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ქართველ სამხედრო ინჟინერ-მესანგრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს და დღეგრძელობას, კეთილდღეობას, ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს!