ავჭალაში ბახვა გოგოლაძის სახელობის სკვერი გაიხსნა
დღეს, ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის ქუჩაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში დაღუპული ბახვა გოგოლაძის სახელობის სკვერი გაიხსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, მოადგილე მირონ ჩიგოგიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კობა კობალაძე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, ბახვა გოგოლაძის ოჯახის წევრები და მისი თანამებრძოლები.
მაიორი ბახვა გოგოლაძე საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მე-11 ბრიგადის 114-ე ბატალიონის მეთაურის მოადგილე გახლდათ. იგი 1992 წლის 26 დეკემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში, საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.