ვლადიმერ იმნაძემ აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას პატივი მიაგო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და უწყების თანამშრომლებმა წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში უგზოუკლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიების კომისიის და საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირი, 27 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდა.
სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ ვლადიმერ იმნაძე დიღმის ძმათა სასაფლაოზე აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების, ზურაბ ჯიდოშვილის და შმაგი გოგშელიძის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.
სამშობლოსთვის დაღუპული მეომრები, სამხედრო პატივით იქნენ დაკრძალულნი.
სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულთა დაკრძალვა ოჯახების სურვილის გათვალისწინებით სხვადასხვა ლოკაციებზე მოხდება.