ტარიელ შარიფაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
25 სექტემბერს, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღეა. მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაურს, უწყების შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლები, ტარიელ შარიფაშვილის თანამებრძოლები და მეგობრები, მის მშობლიურ სოფელ ზემო ხანდაკში იმყოფებოდნენ. მათ გმირის ბიუსტი, შემდეგ კი მისი საფლავი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.
ტარიელ შარიფაშვილი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. იგი ომის დაწყებიდან, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, კასპის ბატალიონთან ერთად, ცხელ წერტილებში იბრძოდა. სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მებრძოლის მშობლიური სოფლის, ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას, რომლის ეზოშიც დგას მისი ბიუსტი.