კობა კობალაძე ვეტერანებს შეხვდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა. შეხვედრაზე უწყების ხელმძღვანელმა, ვეტერანებს, დეტალურად გააცნო სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებიდან დღემდე გაწეული სამუშაოების ანგარიში, სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური, სახელმწიფოსთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს და სამომავლოდ გეგმავს.
კობა კობალაძემ ფართოდ ისაუბრა იმ საკანონმდებლო ინიციატივებსა და სოციალურ პროგრამებზე, რომელთა განხორციელებაც უკიდურესად აუცილებელია იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც გაწეული სამუშაოებისა და განხორციელებული პროექტების მიუხედავად, ჯერ კიდევ დგას ვეტერანთა წინაშე.
სამსახურის დირექტორმა ვრცლად ისაუბრა განვითარების იმ დინამიკაზე, რაც სამსახურმა ბოლო წლებში განიცადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა გამოწვევა, ყველა საჭირბოროტო საკითხი მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით დაიძლევა. ამიტომ აუცილებელია სამსახურის, ვეტერანთა სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების და თითოეული ვეტერანის ღია ჩართულობა ნებისმიერ პროცესში, რომელიც ვეტერანთათვის არსებითად მნიშვნელოვანია.