კობა კობალაძე ხელვაჩაურში, შუახევსა და ხულოში იმყოფებოდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. მაღალმთიან აჭარაში შეხვედრებს ადგილობრივი ვეტერანებიც დაესწრნენ. ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს მათ რაიონში მცხოვრებ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ადამიანებზე, რომლებსაც მიმდინარე პერიოდისთვის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსი არ მინიჭებიათ და ასევე, სურვილი გამოთქვეს, რომ მათ რაიონში მოქმედი სამედიცინო მომსახურების სერვისი გაუმჯობესდეს.
კობა კობალაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ომარ ტაკიძესა და ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს, მადლობა გადაუხადა ვეტერანების თანადგომისა და მათთვის აუცილებელი პროგრამების განხორციელებისთვის. სამუშაო შეხვედრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრეჩველი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი დავითაძე და შუახევის მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე, ესწრებოდნენ.
სამსახურის დირექტორმა, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებ მუსლიმ ვეტერანებს, რამადან-ბაირამის დაწყება მიულოცა. კობა კობალაძე, ვეტერანებს ესაუბრა სამსახურის გეგმებზე, პროექტებსა და სამომავლოდ განსახორციელებლ პროგრამებზე, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უკეთ უზრუნველყოფას ემსახურება. კობა კობალაძემ, მათ განუცხადა, რომ სამსახური, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან და მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომლებიც ბენეფიციართა წინაშე დგას. შეხვედრის ბოლოს, სამსახურის დირექტრომა, ხულოს მუნიციპალიტეტში ახლადგახსნილი ”ვეტერანთა კლუბი” მოინახულა.