მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანი გიორგი ივანკო 101 წლის გახდა
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, თელავის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, გიორგი ივანკო, 101 წლის გახდა.
გიორგი ივანკო ციმბირში, სოფელ შახში დაიბადა. უკრაინაში, ქალაქ ჩუგუევოში, მფრინავთა სასწავლებელში გაანაწილეს, ტექნიკოსად. ფრონტისთვის თვითმფრინავების მზადყოფნას აკონტროლებდა; თან, ახალ კადრებს ამზადებდა_ სამხედრო მფრინავებს; შემდეგ თელავში ჩამოვიდა_ სამხედრო აეროდრომზე მოეწყო. ქართველი მეუღლე ჰყავდა_ ანა ახვლედიანი, მსახიობ პლატონ ახვლედიანის და. ანას 2 ძმა ფრონტზე იბრძოდა; ერთი_ ქერჩში, უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მეორე კი_ ტყვედ ჩავარდა. მაშინ მოქმედი ბრძანების საფუძველზე (სტალინის მიერ გამოცემული ბრძანება N227-ე, რომლის მიხედვითაც, ტყვედ ჩავარდნილები, სამშობლოს მტრებად ცხადდებოდნენ) გიორგი ივანკო, როგორც ‘’სამშობლოს მტრის ნათესავი’’, სამსახურიდან დაითხოვეს. ციმბირში, მშობლიურ სოფელში, სახლი დაშლილი და გაყიდული დახვდა, ბებია-ბაბუა_გარდაცვლილი; აღარც ნათესავი და აღარც ახლობელი ჰყავდა, ამიტომ სამუდამოდ თელავში დამკვიდრდა. მას შემდეგ თელაველია. მხოლოდ იმას წუხს, რომ გადაადგილება აღარ შეუძლია; ისე, კი სხვას არაფერს უჩივის. ფიქრობს, რომ სიბერე სულაც არაა საშიში და დღემდე ცდილობს, მხნედ იყოს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ბატონ გიორგის დაბადების დღეს,ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და მხნეობას უსურვებს.