შეხვედრა ჭიათურელ ვეტერანებთან
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მრჩეველთან ვლადიმერ იმნაძესთან ერთად, რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა.
კობა კობალაძემ ყველა იმ საკითხზე,გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ვეტერანების სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობისა და ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას.
შეხვედრას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე,საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ციცქიშვილი, მერის პირველი მოადგილე, გიორგი ბიწაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი ჭიათურაში, პაატა ყიფშიძე ესწრებოდნენ.
კობა კობალაძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ გამოხატული ყურადღებისა და თანადგომისათვის.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა,სადაც ჭიათურელმა ვეტერანებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღეს პასუხი. ვეტერენებს, ასევე, ეცნობათ, რომ მათთვის პრობლემურ საკითხებს, დირექტორის გადაწყვეტილებით შექმნილი, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და მათი გადაჭრის გეგმას შეიმუშავებს.
სამსახურის დირექტორის გეგმიური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მიზნად ისახავს, სამსახურის ბენეფიციართა სოციალურ- ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა უწყებების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და უფრო ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვას.