2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი
6
Aug
მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში, სპორტ-კომპლექს “იმედის” სტადიონზე (გ,ცაბაძის N 2 მუშტაიდის ბაღი), გაიხსნა 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი.
ტურნირში მონაწილეობს თბილისის, „თბილისი“, ზესტაფონის „მარგვეთი“, ბათუმის „აჭარა“, გორის „დილა“, ზუგდიდის „ოდიში“.
ფინალური შეხვედრა გაიმართება 7 აგვისტოს, 13 საათზე. გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასი გადაეცემა. აღნიშნული ტურნირი 2016 წელს დაარსდა და წელს მეექვსედ ჩატარდა.