საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღიდან 30 წელი გავიდა
9
Sep
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ ხელმოწერილი N187 ბრძანებულება, სწორედ, 1991 წლის 9 სექტემბრით თარიღდება. დოკუმენტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ამავე ბრძანებულების თანახმად, ეროვნული გვარდია უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს დაექვემდებარა.
![](https://veterans.gov.ge/wp-content/uploads/2024/03/საქართველოს-თავდაცვის-სამინისტროს-შექმნის-დღიდან-30-წელი-გავიდა-1020x1024.jpg)