საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღიდან 30 წელი გავიდა
9
Sep
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ ხელმოწერილი N187 ბრძანებულება, სწორედ, 1991 წლის 9 სექტემბრით თარიღდება. დოკუმენტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ამავე ბრძანებულების თანახმად, ეროვნული გვარდია უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს დაექვემდებარა.