2022 წლის სამსახურის ბიუჯეტის პროექტის განხილვა
9
Sep
დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის დეპარტამენტის უფროსებთან და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც უწყების 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. შეხვედრაზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ბზიკაძემ წარმოადგინა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იყო განხილული ის პროგრამები, რომელთა დანერგვას და განხორციელებას სამსახური, ვეტერანებისა და მათი ოჯახების სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით და ფსიქო-რეაბილიტაციის მიმართულებით მომავალი წლიდან გეგმავს.