28 წელი ბაბუშერას ტრაგედიიდან
22
Sep
1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომელშიც ქართველი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შესძლო, ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში დაესვა, თუმცა, ავიალაინერში მყოფთაგან, ცოცხალი, მხოლოდ 19 გადარჩა, 92 კი_დაიღუპა.