11 ოქტომბერი, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება
9
Oct
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უცხადებს მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ტრაგედიის პირველივე წუთებიდან თავგანწირულად, დაუღალავად იბრძვიან ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.