ხელოვან ვეტერანთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
16
Oct
მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თბილისი მოლში ( დავით აღამაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), ხელოვან ვეტერანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
გამოფენა გაიხსნება 12:00 საათზე და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.