სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა ვეტერანების დღესთან დაკავშირებით

Posted by nona shamatava

ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მინდა მივმართო ყველას, ვინც სამშობლოს დასაცავად თავი არ დაზოგა და მამულს ერთგულად ემსახურა.


ბევრი მათგანი ზეციური საქართველოს მკვიდრი გახდა, ბევრიც კვლავ ჩვენს გვერდით არის და აგრძელებს ცხოვრებას.


საქართველოს ეკლესიის წმინდანთა მეოხებით იმქვეყნად წასულნი უფალმა აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს. ხოლო აქ მყოფთ და მათი ოჯახის წევრებს თვისი წყალობა მიჰფინოს და ჭეშმარიტების გზით ატაროს.


უნდა ითქვას, რომ გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს სანაცვლო პატივი თითქმის არასდროს რგებიათ და არც არაფერი მოუთხოვიათ.


ესაა სწორედ ქვეყნის სიყვარული.


უანგარო მსახურნი ღმერთმა კვლავაც უმრავლოს საქართველოს!