კობა კობალაძემ თიბისი ფეის წარმომადგენლებთან ვეტერანთა დასაქმების საკითხი განიხილა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე თიბისი ფეის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ლევან კახიანსა და ინკასაციის სამსახურის უფროსს, მიხეილ სვანიძეს შეხვდა და კომპანიაში ვეტერანების დასაქმების პერსპექტივები განიხილა; სტუმრებმა, არსებულ ვაკანსიებზე, სამსახურის ბენეფიციარების დასაქმებაში თანადგომის სურვილი გამოთქვეს;
თიბისი ფეიში დასაქმების მსურველ ვეტერანებს, კომპანია აცნობებს, რომ დღეის მონაცემებით, კომპანიას ვაკანსია აქვს თბილისში, ინკასატორის პოზიციაზე, რომლის ძირითადი საქმიანობაა:
• ტერმინალების ინკასირება;
• ტერმინალიდან ამოღებული ფულის განთავსება და ჩანთაში დალუქვა;
• ინკასირებული თანხების უდანაკარგო შეტანა სალაროში;
• ინკასაციის პროცესის თანმხლები დოკუმენტაციის გაფორმება
უნარები და გამოცდილება, რაც ამ პოზიციისათვისაა საჭირო:
• B კატეგორიის მართვის მოწმობა;
• საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• გულისხმიერება;
• კეთილსინდისიერება;
განცხადებები მიიღება 24 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე; ელექტრონული ფოსტის მისამართზე: n.kvirkvia@tbcpay.ge info@promo.tbcpay.ge
განცხადებაში აუცილებელია, მიუთითოთ, რომ ხართ ვეტერანი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!