‘’დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა’’ კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება გამართა
მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, მულტიფუნქციურ სივრცეში’’რესპუბლიკა’’_ (‘’რესპუბლიკა ივენთ-ჰოლი’’) გაიმართა ‘’დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის’’ საქველმოქმედო ღონისძიება_ 2021 წლის ანგარიში, რომელზეც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გახლდათ მიწვეული. მან, დამსწრეთ, სიტყვით მიმართა, ვეტერანთა თანადგომისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს და მის მესვეურებს მადლობა გადაუხადა:’’ჩვენ გვინდა ერთად დგომა, ჩვენ გვინდა შეგრძნება ერთმანეთისა, იმიტომ, რომ სანამ ჩვენ ვართ, ამ ქვეყანას შეგრძნება ექნება, რომ მასზე ზრუნავენ. მე მინდა, პირველ რიგში, გავიხადოთ დევიზად სიტყვები_ ვიზრუნოთ მათზე, ვინც ზრუნავდა ჩვენზე’’,_განაცხადა კობა კობალაძემ.
‘’დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი’’ Silknet – სილქნეტი-მა “ 2018 წელს დააფუძნა და იგი სხვადასხვა საომარ მოქმედებებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და ომის ვეტერანებს უწევს დახმარებას.‘’დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი’’ურთიერთობას ამყარებს უცხოურ პარტნიორებთანაც, რომლებიც მსგავს ქველმოქმედებას ეწევიან. ფონდმა, დაარსების დღიდან დაისახა ქვეყნის წინაშე ამ დამსახურებულ ადამიანებზე ზრუნვა და მათი ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა. დამფუძნებლების მიზანია, ამ მნიშვნელოვან საქმეში შემოიერთოს ბიზნესი და საზოგადოება. შედეგად, ფონდის დაარსებიდან დღემდე, სილქნეტის ყოველწლიური ფულადი შენატანითა და საერთო ძალისხმევით, მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი. ამ თანხით, ფონდმა, ასობით დაჭრილ ვეტერანსა და სამხედრო მოსამსახურეს აღმოუჩინა მხარდაჭერა ჯანმრთელობის, ადაპტაციისა და პროფესიული გადამზადების კუთხით.
მიმდინარე წელს, ფონდმა, 47 ვეტერანს გაუწია ფინანსური თანადგომა; მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციისთვის, ფონდმა, 303 503 ლარი გამოყო. დაარსებიდან დღემდე, კი, ფონდის ძალისხმევით, თანადგომა გაეწია 123 ვეტერანს, რისთვისაც, ჯამში, ფონდის მესვეურებმა, 700 000-მდე ლარი გაიღეს.