საქართველოს პრეზიდენტმა შშმ ვეტერანებს მედიკამენტების 200 ლარიანი ვაუჩერები გაუგზავნა
22
Dec
დღეს, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების 200 ლარიანი ვაუჩერები გადასცეს.
აღინიშნა, რომ ამ საახალწლო საჩუქრით საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ვეტერანების მიმართ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი ღვაწლისთვის. კობა კობალაძემ საქართველოს პრეზიდენტს შშმ ვეტერანებისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის, სამსახურის ბენეფიციარების სახელით მადლობა გადაუხადა.