დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღეა
25
Dec
დღეს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 44 წელი შესრულდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გულითადად ულოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ქართველი ერის სულიერ წინამძღვარს აღსაყდრებიდან 44-ე წლისთავს და დღეგრძელობას, მზეგრძელობას, მისი სამწყსოს კეთილდღეობას, სულიერ წინსვლას და ერთიან, მშვიდობიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს!