შეხვედრა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარესთან
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს, ნინო ვარდოსანიძეს უმასპინძლა.
შეხვედრაზე კომისიისა და სამსახურის წარმომადგენლებმა დღის წესრიგში არსებულ ყველა განცხადებაზე იმსჯელეს და სამომავლა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უკვე მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიასთან. უწყებათა ერთობლივი ძალისხმევით, თბილისის არა ერთ ქუჩასა თუ სკვერს მიენიჭა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა სახელები.
უწყებები პერმანენტულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად.