ს.კ “არმია” თავდაცვის ძალებში რაგბის განვითარებას უზრუნველყოფს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვაში არსებულმა სპორტულმა კლუბმა “არმიამ“, საქართველოს თავდაცვის ძალებში რაგბის განვითარების ვალდებულება აიღო.
აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მწვრთნელების დანიშვნის მიზნით, ს.კ “არმიის” პრეზიდენტს, ირაკლი სულთანიშვილსა და თავდაცვის ძალებში რაგბის განვითარების პროექტის დირექტორს, დავით მინდაძეს შორის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, შეხვედრა გაიმართა. ს.კ. “არმიაში” დაინიშნა 8 მწვრთნელი, რომლებიც თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში განაწილდებიან. შეხვედრაზე ოფიციალურად გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები.
რაგბის კლუბი “არმია” 2010 წელს შეიქმნა, 2011 წლის ბოლოს მონაწილეობა მიიღო საქართველოს 15-კაცა რაგბის და 7-კაცა რაგბის ჩემპიონატში. ამავე წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს თასის მფლობელი და 7-კაცა რაგბის ჩემპიონი.