31 მარტი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა
დღეს, 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე, ჩვენი ქვეყანა ისტორიული რეფერენდუმის 31-ე წლისთავს აღნიშნავს.
1991 წლის 31 მარტს, სრულიად საქართველომ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან ერთად, ერთხმად დაუჭირა მხარი სახელმწიფოებრიობის აღდგენას. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეს ერთსულოვანი გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად იმავე წლის 9 აპრილს, უზენაესი საბჭოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებას.
31 მარტის რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, ქართველი ხალხის სწრაფვას თავისუფალი, ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველოსკენ. ამ გზაზე სვლა არ ყოფილა მარტივი_ იგი ჩვენი თანამემამულეების თავდადებულ, გმირულ ბრძოლაზე გადიოდა. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება, რომელიც ღრმად გვწამს, ერთიან, ძლიერ საქართველომდე მიგვიყვანს!
დღევანდელ დღეს ვულოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით კი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, რომელთაც თავიანთი, არც თუ მოკრძალებული წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში!