კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთ ქართველის ხსოვნას პატივი მიაგო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, ქაშუერთის ტაძარში იმყოფებოდა, უკრაინაში, რუსულ საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველის, დავით გობეჯიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მის ოჯახსა და ახლობლებს მიუსაძმიმრა.
დავით გობეჯიშვილი აფხაზეთის ომის ვეტერანი გახლდათ. იგი 1974 წლის 24 ივლისს სოხუმში, სოფელ ბირცხაში დაიბადა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მოტო-მექანიზებული ბრიგადის პირველი მექანიზებული ბატალიონის მებრძოლი, 19 წლის ასაკში შეუერთდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას. მსახურობდა შინაგან ჯარში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში.
აფხაზეთიდან დევნილი, მეორე ჯგუფის შშმ ვეტერანი, რუსი აგრესორების წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მიმდინარე წლის 26 მარტს, ქალაქ ირპენთან გმირულად დაიღუპა. მისი ცხედარი, უკრაინიდან, დღეს დილას, სამშობლოში გადმოასვენეს. დავით გობეჯიშვილს, 2 აპრილს, ტყიბულში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.