კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, უკრაინაში დაღუპული მებრძოლების_ დავით მენაბდიშვილისა და ნიკოლოზ შანავას ოჯახებს მიუსამძიმრა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
47 წლის დავით მენაბდიშვილი და 21 წლის ნიკოლოზ შანავა ბატალიონ „კარპატსკა სიჩის“ წევრები იყვნენ და ხარკოვის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ. ქართველი მებრძოლები, 9 აპრილს, ხარკოვის მახლობლად, რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული საარტილერიო შეტევისას დაიღუპნენ; ნიკოლოზ შანავა, ბრძოლის წინა ხაზზე, უმცროს ძმასთან, ლუკასთან ერთად იმყოფებოდა. ლუკა შანავა შეტაკებისას დაიჭრა; იგი დღეს, ქართველი მებრძოლების ცხედრებთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში.
დავით მენაბდიშვილს, შაბათს, რუსთავში, ხოლო ნიკოლოზ შანავას, კვირას, თბილისში, საგვარეულო სასაფლაოებზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.