ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა თანადგომა გრძელდება
მიმდინარე წლის 19 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, უწყებასა და ა(ა)იპ ‘’საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ომის ვეტერნის ოჯახის წევრს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეს მკვიდრ შშმ პირს, ჯემალ შენგელიას, ეტლ-სავარძელი გადასცა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ასოციაციასთან ’’საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ 2016 წლიდან თანამშრომლობს. სამსახურთან ერთად, ორგანიზაციამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა; ერთობლივი ძალისხმევით, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, მრავალპროფილური მედიკოსთა გუნდის მიერ, უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ და მათთვის საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ; 150- მდე შშმ ვეტერანი და მათი ოჯახის წევრები კი _ ეტლ-სავარძლებითა და გადაადგილებისათვის საჭირო, სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით იქნა უზრუნველყოფილი.