მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 100 წელი მიულოცეს
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, დიმიტრი ვეშაგურიძეს, 100 წელი შეუსრულდა. ვეტერანს, იუბილე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა, თამაზ კალატოზიშვილმა და ვეტერანებმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. საუკუნოვან ვეტერანს, დაბადების დღე, ტრადიციულად, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამაც მიულოცა და თანხით დაასაჩუქრა.
დიმიტრი ვეშაგურიძე 1922 წლის 1 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომში 1942 წლის 1 იანვარს გაიწვიეს. იბრძოდა უკრაინის მეოთხე ფრონტზე, 82-ე დივიზიის 215-ე პოლკის შემადგენლობაში. დიმიტრი ვეშაგურიძე, არა ერთგზის დაიჭრა, თუმცა, გამოჯანმრთელების შემდეგ, ისევ ფრონტს უბრუნდებოდა და ბერლინამდე ბრძოლით ჩავიდა; მონაწილეობა მიიღო ევროპის ფაშიზმისგან გათავისუფლებაში; სამშობლოში 1949 წელს დაბრუნდა, დაოჯახდა და მას შემდეგ, მშობლიურ სოფელში ცხოვრობს და შრომობს. ბატონმა დიმიტრიმ თუშური ტრადიციული ყველის ტექნოლოგია შეისწავლა და ათწლეულების განმავლობაში, ამ საქმეს მისდევდა; დღესაც მხნედაა; ომში გატარებული თითოეული დღე, ბრძოლის ყველაზე რთული დღეები, ფრონტელი მეგობრები კარგად ახსოვს და მათ შესახებ, დიდი ენთუზიაზმით ყვება; ძალიან უყვარს სტუმრები, განსაკუთრებით_ახალგაზრდები. ‘’მშობლიურ მიწაზე უფრო ტკბილი არაფერიაო,’’_ ხშირად ამბობს და მომავალ თაობას, ქართული მიწის სიყვარულისკენ მოუწოდებს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ ულოცავს ბატონ დიმიტრის საუკუნოვან იუბილეს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და მხნეობას უსურვებს.