ოზურგეთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა
მიმდინარე წლის 18 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისა და კლინიკა ‘’ვივამედის’’ მედპერსონალმა, ურთიერთთანამრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია, რომელიც მოიცავდა ნევროპათოლოგის, თერაპევტის, ქირურგის, ოფთალმოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, გინეკოლოგის კონსულტაციას, ასევე, ექოსკოპიას და ელექტროკარდიოგრაფიას, შ.პ.ს. სააქიმო სამედიცინო ცენტრში ჩატარდა.
საქველმოქმედო-სამედიცინო აქციაში მონაწილეობა ორივე სტაციონარის მედიკოსთა 20 კაციანმა ჯგუფმა მიიღო. აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 81 ბენეფიციარს – 54 ვეტერანს და 27 ვეტერანის ოჯახის წევრს. განხორციელდა 369 სამედიცინო ვიზიტი.
მიმდინარეობას აქციისა, რომლის ორგანიზებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ და სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ვალერიან ძებისაშვილმა პირადად უზრუნველყვეს, დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, სამსახურის ბენეფიციარებს წინასწარ მიეწო