კობა კობალაძე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აჭარის ა.რ ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს, არჩილ ჩიქოვანს შეხვდა. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, ვეტერანებისთვის მერიის მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და არსებულ შეღავათებზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა სამომავლოდ ბიუჯეტში გასათვალისწინებელ საკითხებზე, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეხება.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე და აჭარის ა.რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, სამსახურის დირექტორს თანამშრომლობის პირობა აღუთქვა. ისაუბრა ვეტერანებისთვის მუნიციპალიტეტში მოქმედ შეღავათებზე, ასევე, მზაობა გამოხატა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის აუცილებელი პროგრამების შემუშავებასა და ამოქმედებაზე.