2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე, ქვეყნის ყველა რეგიონში პატივი მიაგეს საქართველოსთვის დაღუპული მეომრების ხსოვნას
8
Aug
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე, ქვეყნის ყველა რეგიონში გაიხსენეს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული მებრძოლები. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამმართველოების უფროსებმა ვეტერანებთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოსთვის დაღუპული მეომრების ხსოვნას.