კობა შუბითიძის სახელობის მემორიალური ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა
მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში, 2004 წელს, ცხინვალის რეგიონში, წვერიახოს ბრძოლებში დაღუპული კაპრალის, კობა შუბითიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო.
ტურნირმა, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანადგომით ჩატარდა სტარტი 10 აგვისტოს აიღო. მასში მონაწილეობას იღებდა 8 გუნდი: თავდაცვის სამინისტროს დასავლეთის სარდლობისა და გვარდიის დეპარტამენტის მეათე კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობისგან დაკომპლექტებული გუნდები _ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის, ეროვნული გვარდიისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის „ახალი ტალღის“ ფეხბურთელთა გუნდები ხობის „ჭალეს“, ჭალადიდის, საგვიჩიოს ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად.
საფინალო შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სენაკის II ქვეითი ბრიგადის გუნდი და ხობის გუნდი “ჭალე”, რომელიც პენალტების სერიით ხობის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
კობა კობალაძემ, მატჩის პირველი გოლის ავტორს, სენაკის II ქვეითი ბრიგადის გუნდის მოთამაშეს, ცოტნე კვარაცხელიას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასი გადასცა. გამარჯვებულ გუნდს კობა შუბითიძის ოჯახის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი, ტურნირის მონაწილეებს კი ხობის მუნიციპალიტეტის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები, თასები და საჩუქრები გადაეცათ.
ფინალურ მატჩს ასევე ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, თავდაცვის ძალების დასავლეთის მიმართულების სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია, საქართველოს პარლამენტის წევრები, კობა შუბითიძის თანამებრძოლები და მეგობრები.
კაპრალი კობა შუბითიძე, 1974 წლის 2 აგვისტოს, სოფელ საგვიჩიოში დაიბადა და გაიზარდა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახურის დაწყების პირველივე დღიდან ჩაირიცხა მე-12-ე ბატალიონის _‘’კომანდოს’’რიგებში. გაიარა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, 2003 წელს _ სერჟანთა მომზადების კურსი. 2004 წლის 17 აგვისტოს, ცხინვალის რეგიონში, წვერიახოზე განვითარებული საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. დაკრძალულია მის მშობლიურ სოფელ საგვიჩიოში. კობა შუბითიძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში, მისი ოჯახისა და სოფელ საგვიჩიოს გამგეობის ინიციატივით 2011 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება.