ვეტერან ზვიად ხაჩიძის წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე
მიმდინარე წლის 26 სექტემბერს საფრანგეთში, ქალაქ დიეპში, სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა მკლავჭიდში, რომელიც IFA -ს (მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია) ეგიდით ჩატარდა და 1 ოქტომბრამდე გასტანა. ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში, საქართველოდან 15 სპორტსმენი, მათ შორის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე მონაწილეობდა. ზვიადი, დიეპში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით გაემგზავრა.
ზვიადმა ვერცხლის მედლები მოიპოვა როგორც მარჯვენა, ასევე, მარცხენა ხელით ორთაბრძოლაში. საქართველოს ნაკრებმა კი, გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი გაიმართა პარასპორტსმენებს შორისაც, სადაც ჩვენი ქვეყნის ნაკრები გუნდურ მეორე ადგილს დასჯერდა.
მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, IFA -ს ეგიდით, ყოველწლიურად ტარდება და მასში, ტრადიციულად, ქართველი სპორსტმენები წარმატებით ასპარეზობენ. წელს, აღნიშნულ ჩემპიონატში, მსოფლიოს 30 ქვეყანა მონაწილეობდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ზვიად ხაჩიძეს მიღწეულ შედეგს და მომავალში, კიდევ უფრო მეტ წარმატებას უსურვებს!